რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა თურქეთის მიმართ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მისი კუთვნილი სუ-24 ჩამოაგდო. გამოცხადდა, რომ 25 ნოემბერს თურქეთში დაგეგმილი სერგეი ლავროვის ვიზიტი გადაიდო, ხოლო საპასუხო ნაბიჯის სახით ასევე ცნობილია, რომ რუსეთი თურქეთთან სამხედრო კონტაქტს გაწყვიტავს.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს, როგორც საფრთხეს, ზოგიერთები რეალურად არ აფასებენ იმ საშიშროებას, რაც "ისლამური სახელმწიფოსგან" ყოველთვის მოდიოდა და მოდის, რადგან საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია.
ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი რუსეთსა და თურქეთს შორის დღეს დაწყებულ დაპირისპირებას ეხმიანება და წერს, რომ არჩევანის შემთხვევაში, საქართველომ მხარი თურქეთს უნდა დაუჭიროს.
Су-24-ის ჩამოგდების შემდეგ, ცოტა ხნის გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენიც ჩამოაგდეს, ამის შესახებ "როიტერი" ლონდონში ბაზირებული სირიული ორგანიზაციის Syrian Observatory for Human Rights ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურგში დარტყმა უწოდა რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებას თურქეთის მიერ. კომენტარი პუტინმა იორდანიის მეფესთან შეხვედრისას გააკეთა.
რუსული წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელსაც საფრანგეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, დაპატიმრებულია. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იტყობინება, გაიდამაკის ადვოკატ პოლ კლუგმანზე დაყრდნობთ.
თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების გამო ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში კოალიციის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება. ბრიუსელში ელჩები იკრიბებიან.
სირიის პროვინცია ლატაკიაში, თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის კატაპულტირებული ორი პილოტიდან ერთი, სავარაუდოდ, დაიღუპა. სხვა ვერსიით, ის ცოცხლად აიყვანეს ადგილობრივმა თურქებმა, მეორეს კი ეძებენ.
თურქეთ-სირიის საზღვართან, სირიელი თურქებით დასახლებულ ლატაკიის პროვინციაში ჩამოგდებული სუ-24-ის ორი სამხედრო მფრინავიდან ერთი დაკავებულია. ის ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და დაატყვევა. მფრინავს, სავარაუდოდ, თურქულ მხარეს გადასცემენ, რომელმაც კატაპულტირების ადგილზე ორი სამხედრო ვერტმფრენი უკვე გააგზავნა.
ლატაკიის პროვინციაში, სოფელ იამადაში ჩამოვარდნილი რუსული სუ-24-იდან კატაპულტირებული ორი რუსი პილოტიდან ერთი ადგილობრივმა მოსახლეობამ დააკავა. ლატაკიაში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, თურქომანები - სირიელი თურქები ცხოვრობენ.