ФСБ-ს ყოფილი ოფიცერმა, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში გაიქცა, "ТСН. Тиждень"-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ში ტერორისტების აქტივობების უკან რუსული სპეცსამსახურები დგას.
ოფიცერი ამტკიცებს, რომ რადიკალური ისლამური დაჯგუფებები სავსეა რუსეთის აგენტებით, რომლებიც კრემლიდან იმართებიან. ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ორჯერ შეამოწმეს ოფიცრის სიტყვები "სიცრუის დეტექტორზე", რომელმაც დაადასტურა ფაქტების სიმართლე.