„საქართველო წამოეგოო, ეს იგივეა, თქვა - საქართველო აღა-მაჰმად ხანის პროვოკაციას წამოეგოო“

Image

"ამ ბიჭების გმირობა რომ არა, ჩვენ არ გვექნებოდა მსოფლიო დიპლომატიური ძალისხმევის გამოღვიძების დრო, რომელმაც საბოლოო ჯამში, გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაც 5 წლის წინ მოხდა, არის ტრაგიკული, მაგრამ ძალიან საამაყო მოვლენა და საქართველოს დროშაც დღეს ამაყად ფრიალებს: "ამ ბიჭების გმირობა რომ არა, ჩვენ არ გვექნებოდა მსოფლიო დიპლომატიური ძალისხმევის გამოღვიძების დრო, რომელმაც საბოლოო ჯამში, გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა.

 

ვინც ხუთ წლისთავზე ამბობს, რომ ომში საქართველოა დამნაშავე, ეს არის რუსეთის პროპაგანდის პირდაპირი გამეორება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამდენი ფაქტი გამოჩნდა და უკვე უტყუარად დადასტურებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტიგენტები და სატანკო კოლონები შემოსული იყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ამ ყველაფრის ფონზე იმის ძახილი, რომ საქართველომ რამე დაიწყო, აგრესორის პროპაგანდის პირდაპირი გამეორებაა და არის ქმედება, რომელიც მიმართულია სიმართლის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის ძახილი, რომ საქართველო პროვოკაციას წამოეგო, იგივეა ითქვას, რომ თავის დროზე საქართველო წამოეგო მრუვან ყრუს, აღა-მაჰმად ხანის და სხვა დამპყრობელთა პროვოკაციას. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ გადარჩენა მოახერხა ისეთ პირობებში, რომელშიც ბევრი ძლიერი ქვეყანა ვერ გადარჩებოდა:

 

"ის რომ საქართველომ გაწია წინააღმდეგობა და ჩვენ ამის გამბედაობა გვეყო, ეს იყო წმიდათა წმინდა ვალი. ჩემთვის არავის მოუცია მანდატი, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მტრისთვის, რომელიც შემოჭრა საქართველოში, არ გამეწია წინაააღმდეგობა, ეს არის ყველა არჩეული ლიდერის ვალი. ამის გამო გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველომ გააგრძელა განვითარება, საქართველო გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ გადარჩებოდნენ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის შესანარჩუნებლად და განვითარების გასაგრძელებლად", - განაცხადა სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !