ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს გუშინ საღამოს ზაარბრუკენის მოედანზე. დაშავებულს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ შუა ხნის მამაკაცთან შელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ორივე მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაჭრილი მალავე გაათავისუფლეს.
მეორე მამაკაცი კი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
რუსთავი2