მოხალისეთა უკრაინულმა თანამეგობრობამ - InformNapalm-მა გამოაქვეყნა ვიდეო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე. ეს გაგრძელებაა იმ ფლეშმობისა, რომელიც ეძღვება უკრაინის მეგობარი ქვეყნების არმიებს.
მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა სირიის სამხედრო ბანაკზე ავიადარტყმების გამო, - ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
შავ ზღვაში აშშ-ის, უკრაინის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება მიმდინარეობს.
500 ტომარაში შეფუთული 13, 5 ტონა ჰაშიში აღმოაჩინა ევროპოლიცამ იტალიის ერთერთ კუნძულთან ახლოს, პანამის დროშით მცურავ ხომალდზე. ეკიპაჟის 11 წევრი - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, დააკავეს. ოპერაციაში იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის სამართალდამცველები ერთობლივად მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ვოლონტიორთა საზოგადოება InformNapalm-მა გამოავლინა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, სირიაშიც, გაუხმაურებელ სახმელეთო ოპერაციებს ატარებს.
ФСБ-ს ყოფილი ოფიცერმა, რომელიც რუსეთიდან უკრაინაში გაიქცა, "ТСН. Тиждень"-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ში ტერორისტების აქტივობების უკან რუსული სპეცსამსახურები დგას.
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ არ ისურვა საუბარი არჩილ ჭყოიძესთან მისი შეხვედრის დეტალებზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი ცნობილი განცხადებები სტალინის თაობაზე.
უგო ჩავესის თავმჯდომარეობით სოციალისტები, რომლებიც 16 წლის განმავლობაში ზედიზედ იგებდნენ ყველა საპარლამენტო არჩევნებს ვენესუელაში, სასტიკად დამარცხდნენ - მემარჯვენე პარტიამ 167 მანდატიდან 99 დაისაკუთრა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის რომ საცხოვრებელი პირობები მას შემდეგ უნდა გაუმჯობესებულიყო, რაც იქ რუსი მესაზღვრეები ჩადგებოდნენ, დაპირებები უხვად ისმოდა.