ჯონდი ბაღათურია კიდევ ერთხელ მოიმოსკოვებს

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოსკოვს მიემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ "რეპორტიორს" "ქართული დასის" პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

>>>

ტრაილერთა მძღოლები წითელ მოდანზე მანქანების დაწვით იმუქრებიან - მოსკოვში ათკილომეტრიანი საცობია

რუსმა ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც სისტემა "პლატონ"-ს (გადასახადი წონის მიხედვით) აპროტესტებენ, გადაკეტეს მოძრაობა მოსკოვის წრიულ ხაზზე. ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა,რომ დაწვავს თავის სატვირთო მანქანას წითელ მოედანზე, თუკი გადასახადების ახალ სისტემას არ გააუქმებენ. 

>>>

თურქეთის ელჩი: არ ვიცი, აჭარის შეერთებაზე ხმები საიდან მოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას

საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ გაოცებულია თითქოსდა თურქეთთან აჭარის შასაძლო შეერთებაზე გაჩენილი ხმებით და მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაციაა, რადგან თურქეთის 10-დან 9 მოქალაქე საქართველოს ერთიანობას აღიარებს და ამ ქვეყანას ისტორიულ პარტნიორად მიიჩნევს. 

>>>

"ეს შენს ჯიბეში იდო" - უპოვარმა ნაჩუქარი შარვლის ჯიბეში ნაპოვნი ფული დააბრუნა

საფრანგეთში მყოფი ზურაბ ბაკურაძე აღწერს ერთ შემთხვევას, რომლის მთავარი მოქმედი პირი თვითონ და ერთი უპოვარი მამაკაცი იყვნენ - მამაკაცმა მას თავდაპირველად ფული სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ ფული არ ჰქონდა, ბაკურაძემ მას შარვლის ჩუქება შესთავაზა. 

>>>

ერდოღანი: ISIS-ის ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სირიელი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეა.

>>>

ერაყელმა ქურთებმა რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე თავიანთი ბენზინმზიდები ამოიცნეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბენზინმზიდების ფოტოები, რომლებიც უწყებამ თურქეთისა და ISIS-ის კავშირების დამადასტურებელ ფაქტებად დაასახელა, სინამდვილეში, ერაყელი ქურთების კუთვნილი აღმოჩნდა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“  კავშირი არა აქვს.

>>>

სტამბოლის აეროპორტში მოსკოვის ავიარეისის მგზავრები დატროლეს

3 დეკემბერს, დილით, სტამბოლოს ათათურქის სახელობის აეროპორტში, გაფრენის ტაბლოზე, მოსკოვში რეის SU 2137-ით მიმავალ მგზავრებს რეგისტრაციისთვის F-16 განყოფილებაში მოუხმეს.

>>>

ტრანსანატოლიური გაზსადენი დაგეგმილ, 2018 წელზე ადრე - აზერბაიჯანისა და თურქეთის შეთანხმება

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. „როიტერი“ იტყობინება, რომ ამის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

>>>

რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება - შს მინისტრის მოადგილე განმარტავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “მაესტროს ფაქტორში” შს სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება უკონტაქტო პატრულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამგვარი მეთოდი მოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

>>>

4 დეკემბრის ჰოროსკოპი

ვერძი: - ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და სწორ გადაწყვეტილებს მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?