Home work media-ს მიერ დამზადებული ვიდეოპაროდია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ფილმ "არასერიოზული კაცის" მოტივზეა გადაწყვეტილი, განსაკუთრებით პოპულარულია სოციალურ ქსელებში.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, განცხადება მან "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან წარმატებები უსურვა მომავალ პრემიერმინისტრს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თანამებრძოლებსა და, განსაკუთრებით, მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს.
მსჯავრდებულმა, "ვოისის" მონაწილემ თეონა ყოლბაიამ პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ პირადად სასჯელაღსრულების მინისტრისგან მას შემდეგ შეიტყო, რაც სცენაზე პატრიარქის დაწერილი საგალობელი "კირიე ელეისონ" შეასრულა.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი "იბერიის" ეთერში ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები და "პოლიტიკანები", რომლებიც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, სასწრაფოდ განზე უნდა გაიწიონ. მისივე თქმის, სახელმწიფოს მართვის თამასა, ბოლო სამ წელიწადში, დაწეულია.
ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია ინწკირველის ძმაც.
ორი კვირის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ახალგაზრდამ საპატრიარქოსთან თვითდაზიანება მიიყენა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, დაცვამ პატრიარქთან შეხვედრის საშუალება არ მისცა. ახალგაზრდა აცხადებდა, რომ პატრიარქთან შეხვედრა პირადი პრობლემების გამო სურდა.
NDI-ს კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა და მასში კვლევა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის შედეგებს განსხვავებულად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 23 დეკემბერს კიევში დაგეგმილი ანტიკორუფციული ფორუმის შემდეგ სამართალდამცველები დაინტერესდებიან იქ გახმიანებული მასალებით.
ტვ "იმედის" ეთერში, გადაცემა "ვოისის" მონაწილემ, მსჯავრდებულმა თეონა ყოლბაიამ გამოსვლისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელი "კირიე ელეისონ" (იტ.: "უფალო, შეგვიწყალე" (Kyrie eleison) შეასრულა.