ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონვირუსს 551 ადამიანი ემსხვერპლა და ვირუსით გარდაცვლილთა მთლიანმა რაოდენობამ 19130-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათია მანძილზე 5000-ზე მეტით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება COVID 19-ის ჩინურ ლაბორატორიაში წარმოშობის - წერს CNN-ი.
ზუგდიდის და ფოთის ბაზრები დაიხურება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო გიორგობიანი შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას ფეიკ ნიუსს უწოდებს:
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შსს-დან აცნობეს.
ყველას გვაქვს ხატები, ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, რომ ზედმეტი კონტაქტები არ ვაწარმოოთ. ხალხო, არაფრისგან არ ვართ დაცულები, ვირუსი ვერ განარჩევს ერს და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლევან ტაბიძემ განაცხადა.
პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პაატა იმნაძის იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობდა, რომ საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების დათვლა გაჭირდეს.
პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.