-
2020-04-17 12:12
ჩინეთის ხელისუფლება არა ერთხელ შენიშნეს იმაში, რომ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ინფორმაციას სრულყოფილად არ ავრცელებს ან მალავს. მათ შორის იყო ის ბრალდებაც, რომ უხანი სპეციალურად აკლებს კოვიდ-19-ის პაციენტების რაოდენობას.
ქალაქ უხანის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის აფეთქების დროს, ქალაქში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის რიცხვი ახლახანს განაახლა. მსხვერპლის რიცხვი 1290-დან 4636-მდე გაიზარდა.
Associated Press-ი, ჩინურ სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით წერს, რომ რიცხვის ცვლილების მიზეზი, ეპიდემიის დასაწყისში სამედიცინო დაწესებულებების შეცდომები იყო, რომლებიც თავს ვერ ართმევდნენ პაციენტების რაოდენობას და დიაგნოზის შესახებ დოკუმენტს, შესაბამის უწყებას, დროულად ვერ აწვდიდნენ.
კერძოდ, სტატისტიკაში თავდაპირველად არ მოხვდნენ დაინფიცირებულები, რომლებიც სახლში გარდაიცვალნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო. ქალაქი 2 თვის განმავლობაში მკაცრ კარანტინში იყო.
ამ დროისთვის ჩინეთში ახალი კორონავირისის 83,753 შემთხვევაა დაფიქსირებული, 78,4 ათასი გამოჯანმრთელდა.
გასულ დღე ღამეში კი გარდაიცვალა 4636 ადამიანი.