„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს.
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. მედიის ინფორმაციით, დღევანდელ დღეს კაცობრიობა ბევრად ჯანსაღი პლანეტით ხვდება, ვიდრე გასულ წლებში.
ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ, - ასე აფასებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას.
ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ქვეყანაში კორონავიუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. მისი თქმით, ზომების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან ესპანეთის პრემიერ აპირებს პარლამენტს თხოვნით მიმართოს, საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გახანგრძლივდეს.
შეგახსენებთ, მკაცრი კარანტინი ქვეყანაში 14 მარტს დაწესდა. ესპანეთში, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი 204178 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსს 21282 ადამიანი ემსხვერპლა
მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.
სომხეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1473-მდე გაიზარდა.
აშშ-ის სენატმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა.
ჩვენ ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანმა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ყველაფრის მიზანი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს, სოსო გაბრიაძეს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.