ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასასვლელი ნებართვის მისაღებად მოქალაქეები არიან შეკრებილი

ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასავლელად საჭირო საშვის მისაღებად, მოქალაქეები არიან შეკრებილი. ტერიტორიაზე დარღვეულია სოციალური დისტანცია.

>>>

მსოფლიო ბანკი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს 80 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში, – ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

>>>

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

>>>

ლევან რატიანის განცხადებით კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ლევან რატიანის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

>>>

ვლადიმერ პუტინი - კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში დაძაბული რჩება და რუსეთს ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში დაძაბული რჩება და რუსეთს ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს.

>>>

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 17 პაციენტის პასუხს დღეს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 55 ტესტიდან 38-ზე უარყოფითი პასუხია. დღეს 17 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა.

>>>

დონალდ ტრამპი - ვირუსი გაქრება - ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც მან, სამშაბათს, თეთრ სახლში განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ვირუსი "გაქრება".

>>>

ნასა - დედამიწას ასტეროიდი დღეს ჩაუვლის

დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის. თითქმის 1.5 - კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52786 (1998 OR2) 1998 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწას დღეს თითქმის 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს. ნასა-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს სააგენტო თითქმის 20 წელია აკვირდება.

>>>

თეთრიწყაროში დღეს 170 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინდელის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ  თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ განაცხადა. როგორც ქორიძე განმარტავს, გუშინ მათ მხარეში ეპიდემიოლოგებმა მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს და დღეს უკვე, დაახლოებით, 170 ტესტის პასუხს ელოდებიან.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?