იაპონიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებმა იაპონია-კოტ დ ვუარის მატჩის შემდეგ, რომელშიც იაპონიის ნაკრები დამარცხდა, სტადიონის ის სექტორი დაასუფთავეს, სადაც თვითონ ისხდნენ.
კომპანია Apple-ს მიმწოდებლები iphone 6-ის სერიულ წარმოებას ჩინეთში მომავალი თვიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
ხოლო როგორც Reuters წერს, სმარტფონების წარმოებით ორი კომპანია იქნება დაკავებული - Hon Hai Precision Industry და Pegatron-ი. პირველი კომპანია გაჯეტების 70 %-ს აწარმოებს, ხოლო მეორე - 30 -ს.
ზოგიერთი ინფორმაციით, ახალი iPhone ორი სხვადასხვა ზომის იქნება - 4.7 და 5.5 დუიმის ეკრანების.
Apple-ს მეექვსე თაობის სმარტფონების პრეზენტაცია 3 თვეში იგეგმება.
მესტიის აეროპორტში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სპარტაკ გოშუანმა, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 27 წლის გეგი ხაფთანს, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიანიუსი" ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენების შესახებ გაცემულ ნებართვას აუქმებს.
თბილისის ზოოპარკს მამრი აზიური სპილო, 18 წლის გრანდი შეემატა. იგი ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მის ნაცვლად სომხეთში კი თბილისის ზოოპარკის ბინადარი მამრი სპილო, ბუნკა გაემგზავრება.
იმის მიუხედავად, რომ „აწარმოე საქართველოში“ მხოლოდ ახლახან დაანონსდა, მსგავსი პროგრამის „დამზადებულია საქართველოში“ ეფექტურობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთა ფეხბურთელებს საქართველოში დამზადებული „პუმას“ მაისურები აცვიათ.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჰოლანდიურმა კომპანიამ „E-Njoint B.V.“ მსოფლიოში პირველი ელექტრონული სიგარეტი გამოიგონა, რომელშიც მსუბუქი ნარკოტიკების დამატებაა შესაძლებელი.
მესტიის აეროპორტში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სპარტაკ გოშუანმა, თანამშრომელი მოკლა,-ამის შესახებ ინფორმაციას ,,გურია ნიუსი“ ავრცელებს.
დღეს მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ერთუჯრედიანი და უკიდურესად განუვითარებელი ადამიანებისთვის“ სტატუსი გამოაქვეყნა.
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "დღის შოუ" ნუცა ბუზალაძემ ის სიმღერა შეასრულა, რითაც საქართველო "ახალი ტალღა-2014"-ზე წარსდგება.