საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 - ით გაიზარდა და 624 გახდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, ვირუსისგან 2.5 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 370 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინე სივრციდან, ხოლო 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ გაკოტრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით ავტოქარხნის დასახლებაში მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდა.
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.