„კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ მსოფლიო ბრენდი „kempinski" ბათუმში სასტუმროს მართვაზე უარს ამბობს. კომპანიის მიერ „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ პროექტი, რომლის მართვაზეც შეთანხმება არსებობდა „kempinski" ბრენდის ქვეშ აღარ იქნება.
მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ კანონს", რომელიც კონგრესმა უკვე დაამტკიცა.
ყაზახეთის ელჩი საქართველოს მთავრობას განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადასვლას ურჩევს. ერმუჰამეთ ერთსიბაევი გაზეთ „Financial"-თან აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული საინვესტიციო რისკები და ყაზახმა ბიზნესმენებმა დანაკარგებიც მიიღეს საქართველოში.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა რუბლის გარდა ყველა ძირითად ვალუტასთან დაეცა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch" - ის შეფასებით ლარის კურსის კიდევ უფრო დასუსტებამ შესაძლოა ფინანსურ სტაბილურობაზე იქონიოს გავლენა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დემურიშვილი ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიიღო და ის მუშაობას უკვე ხვალიდან შეუდგება.
შარტავას ქუჩაზე, მერიის შენობის წინ მდებარე მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე გაიქცა.
ვარკეთილში 19 წლის ბიჭი მოკლეს. დავით ხარაზიშვილს ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნებოდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ვერძი
სირთულეების მიუხედავად, დღეს დიდი ხნის ოცნებებს აისრულებთ. კარგი დღეა სავაჭრო საქმიანობისთვის. ზოგიერთები პირად ცხოვრებასაც გაიუმჯობესებენ.
მომღერალ მარიამ როინიშვილთან დაპირისპირების შემდეგ, პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია პლასტიკურ ქირურგს ციცინო შურღაიას გადაეკიდა.
მომღერალ თქმით, მეუღლესთან ერთად შეხმატკბილებულად ცხოვრობს. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა.