კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა წერს, რომ მამამისის მეუღლე ნატალია და ღვიძლი და ნუნუ კახა ბენდუქიძის შვილად მისი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველო დღესაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან. ამის შესახებ ხიდაშელმა შვეიცარულ გამოცემა Neue Zurcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის დამოკიდებულება გააკრიტიკა.
მცხეთა და ქუთაისი ევროპის 16 უძველეს ქალაქთა სიაშია შეტანილი. ინფორმაცია ქალაქების შესახებ "ტელეგრაფის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პოპულარულმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ, რომელიც თბილისში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა, სცენაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა ააფრიალა, შემდეგ კი მიკროფონზე დამაგრებული დროშით სიმღერა შეასრულა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე, სადაც რამდენიმე შიდა სამსახურის გაუქმების შესახებ გამოცხადდა, მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში არსებულ კორუფციულ მდგომარეობას შეეხო.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციაში თათბირი ჩაატარა, თათბირის ბოლოს კი რამდენიმე სამსახურის სრული ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
ბოლო დღეებში ინტერნეტითა თუ სხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ შესაძლოა 11 აგვისტოს თბილისში გასამართ უეფას სუპერ თასის მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.
თბილისში, ვაშლიჯვარში გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან დანით მუქარის ობიექტი გახდა, რის შემდეგაც ექიმები მანქანაში შეიკეტნენ და დახმარება რაციით ითხოვეს. ახალგაზრდასთან ერთად, ექიმებს მამამისიც ემუქრებოდა.
ოდესის კაფეში "У Ангеловых", სადაც უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სეაგდეს და სადაც სოლიდარობის ნიშნად ჩაის დალევისკენ მიხეილ სააკაშვილმა ოდესელებს მოუწოდა, ოდესის გუბერნატორს ყველა საფირმო ნამცხვარი გაყიდული დახვდა.
"ფეისბუქმა" ერთი კვირით დაბლოკა რუსი მწერლის ედუარდ ბაგიროვის აქაუნთი სიტყვათწყობა «несчастные хохлы» გამოყენების გამო, ხოლო რამდენიმე საათის წინ წაშალა "როსკომნადზორის" თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, სადაც მან, ასევე, სიტყვა «хохол» გამოიყენა.