-
2015-07-16 03:31
რომან გოცირიძე ჟურნალისტების მიერ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ბანერის ამოღების ფაქტს ეხმიანება და აღწერს, რატომ იყო გონივრული ეს აქცია სწორედ ჟურნალისტების მხრიდან.
„ბრავო ჟურნალისტებო!
ახლა უფრი ნათლად ჩანს, თუ რა გონივრული იყო ჟურნალისტების მიერ სოლიდარულად გამოხატული ქართული საზღვრის დაცვის აქცია.
ეს სიმბოლური აქტი პოლიტიკურ პარტიებს რომ ჩაედინათ, ჯერ ჩვენი მთავრობა დაგმობდა და მერე რუსეთი. სახელისუფლები ძალებს რომ გაეკეთებინათ, რუსეთის საპასუხო რეაქცია შეიძლება უფრო მკაცრი ყოფილიყო. სტუდენტობა? მაინც მიეკერებოდა რაღაც იარლიყები. ჟურნალისტებს არაფორმალური საეთაშორისო იმუნიტეტიც იცავს. მათი ქმედებები უფრო რეზონანსულია.
მადლობის მეტი რა გვეთქმის.
რატომღაც მგონია, რომ ეს ემოციური ნაბიჯი შედეგიანიც იქნება“.