
შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა და ოსური მხარის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა და ადგილობრივებმა საოკუპაციო ბანერის ამოღების შემდეგ აღმართეს.
ოსური მხარის წარმომადგენელმა, რომელსაც რუსი მესაზღვრეები აცილებდნენ, საქართველოს დროშა ჩამოხსნა და ის ნიშნისმოგებით აჩვენა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პროცესს შორიდან იღებდნენ. ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ დააკავებენ ყველას, ვინც გაბედავს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, ხოლო ამ ადგილას ხელახლა დაამონტაჟებენ ბანერს.