-
2015-07-16 14:57
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ რეფორმა სოზარ სუბარის მინისტრობის დროს დაიწყო.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავის მე-16 დაწესებულება თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი, თუმცა მას ერთი ნაკლი აქვს, ამ ციხეს "მიშა აკლია".
"მე და თინა ვხუმრობდით, ამ დაწესებულებას მიშა აკლია" ,- განაცხადა ღარიაშვილმა, რაზეც თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, მიხეილ სააკაშვილი ამ ციხეში ვერ მოხვდებოდა. ვერ მოხვდებოდა, ხომ? კარგად არ მოიქცეოდა. არა უშავს, ყველაფერი წინ აქვს"- განაცხადა ღარიბაშვილმა.