ვერდიქტის მოლოდინში - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ნებისმიერ წუთს გამოცხადდეს. ბოლო პროცესი, რომელიც 5 საათი მიმდინარეობდა მცხეთის სასამართლოში დღის ბოლოს დასრულდა.
გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას - „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეთანხმება ვერ იქნება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში იქნებიან, ეს არის სრულიად ცალსახა, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ,ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ოპოზიცია ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება, აქცია-მსვლელობას მოაწყობს.
“აუცილებელია, შედგეს შეთანხმება ოპოზიციასთან. ჩვენ ამ შემთხვევაში ვზრუნავთ სახელმწიფოს მომავალზე და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ჩვენ ვხედავთ სრულიად საფუძველმოკლებულ ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ასევე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან სხვა პარტიებიდან, რომ გუშინ ოპოზიციის სრულიად მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქციამ პრობლემა შეუქმნა მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანა მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად, თუმცა საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს აჟიოტაჟი მოჰყვა და ხელისუფლებამაც უარი განაცხადა აღნიშნული ვაქცინის მიღებაზე.
Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის საკითხი სავარაუდოდ ხვალ გადაწყდება. სწორედ მომდევნო დღეებში იგეგმება კომუნიკაცია ქართულ მხარესა და მწარმოებელ კომპანიას შორის.
15 მარტს ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები განახლებული რეკომენდაციებით იხსნება.