
ოთხშაბათს, საღამოს 18:00 საათზე, რადიო "დარდიმანდსა" და "აფხაზეთის ხმაზე", ტელევიზიებში "დარდიმანდსა" და "აფხაზეთის ხმაზე",რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე და ნინო ჩხეიძის ოფიციალურ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა "სტუმრად ნინოსთან".
ნინოს სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ქოუჩი და ბაირონ ქეითის სამუშაოს წარმომადგენელი საქართველოში თინათინ ბასილაია. საკუთარი გამომწერებისთვს მას ხშირად შემეცნებითი და პოზიტიური Live-ჩართვები აქვს. გადაცემაში ისაუბრეს პოზიტივზე და მის ყოველდღიურობაში შენარჩუნების გზებზე. თინათინმა გადაცემის მსმენელებს მისცა რეკომენდაციები და რჩევები, თუ როგორ, წარვმართოთ ცხოვრება უკეთესობისკენ ჩვენი პოზიტიურ ფიქრებით.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ცნობიერები და დავაკვირდეთ საითკენ მივმართავთ ჩვენს ყურადღებას,რას ვირჩევთ ყოველდღიურად. ჩვენ თუ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს ვაკრიტიკებთ, ამ დროს უნდა გავაცნობიეროთ,რომ რაზეც ვკონცენტრირდებით,ის მრავლდება ჩვენს ცხოვრებაში.საითაც მივმართავთ ჩვენს ენერგიას და ყურადღებას,ის მეტად მრავლდება ჩვენს ცხოვრებაში"-აღნიშნა მან.
თინათინმა ნინო ჩხეიძეს ბაირონ ქეითის ახალი წიგნი აჩუქა.
გადაცემის მეორე ბლოგში ნინოს სტუმარი მომღერალი დიმა კობეშავიძე იყო. მან მომღერლობის კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. გადაცემაში შედგა დიმას დაწერილი სიმღერისა და ვიდეო კლიპის " closet"-ის პრემიერა.