
ეკვადორში, საბაჟოზე ჩემოდანში პოლიეთილენში გახვეული 185 გალაპაგოსის კუ აღმოაჩინეს.
BBC-ის ინფორმაციით, რეპტილიები კუნძულ ბალტრას მთავარ აეროპორტში, გეგმური შემოწმების დროს იპოვეს. კონტრაბანდისტებმა ცხოველები პოლიეთილენში გაახვიეს, თუმცა რენტგენზე შემოწმებისას მებაჟეებს ეჭვები მაინც გაუჩნდათ. კუების ასაკი 3 თვეს არ აღემატება. 10 მათგანი დაიღუპა. ჩემოდანი აეროპორტში საკურიერო ფირმამ მიიტანა. დოკუმენტების მიხედვით, მასში სუვენირები უნდა ყოფილიყო.
საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ,თუმცა მათი კონტრაბანდისთვის სასჯელი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.