
სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა აფხაზეთში ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს.
ამის შესახებ მან "სპუტნიკ აბხაზიას" განუცხადა. ინტერვიუში ის ამბობს, რომ ფილმის გადაღება 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. აქვე აღნიშნავს, რომ "თავად ჯერ არ არის ნამყოფი აფხაზეთში, მაგრამ ასისტენტების მიერ შეგროვილმა მასალამ, "არაჩვეულებრივმა ბუნებრივმა ლანდშაფტებმა, ომის შემდეგ მიტოვებულ და დანგრეულ შენობებთან შერწყმაში", მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფილმის სამუშაო სახელწოდებაა "დიდი არეულობა პატარა ქვეყანაში". სცენარს საფუძვლად ფაზილ ისკანდერისა და მიხა ლაკრბას ნაწარმოებები უდევს.