
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება.
„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, გამოჩნდა ტენდენცია ეპიდვითარების გაუარესების. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ვიდრე ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, მანამდე დაცვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.
რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით მაგონებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იყო. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, გამორიცხული არაა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.