სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი 2003 წელს, პოლიტოლოგის ამპლუაში მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოახდინა მაშინდელმა პარლამენტმა აფხაზეთში ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარება.
გორის ცენტრში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოსული ავტომანქანები გამოჩნდნენ, რომლებზეც საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო დროშები, ასევე ე.წ. გეორგიევსკის ლენტებია დამაგრებული.
თბილისის მერიის მოქმედმა თანამშრომელმა ნინო ქაცარავამ სამსახური საკუთარი ნებით დატოვა და ეს იმით ახსნა, რომ მერია ბიძინა ივანიშვილის ყველა კაპრიზის ამსრულებელ სტრუქტურად გადაიქცა და მას ასეთ სტუქტურაში მუშობა არ სურდა.
სოციალურ ქაელებში იხსენებენ საქართველოს ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას 2012 წლის წინასაარჩევნო მიტინგზე, სადაც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე და სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმის გამოა გაკრიტიკებული, რომ ასწლოვანი ხეები იჭრებოდა.
გუშინ ღამით დაარბიეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩუღურეთის რაიონის ოფისი. ჩამსხვრეულია პრაქტიკულად ყველა მინა. დათვალიერებით ჩანს რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული.
7 მაისს NightOffice დიდ საქველმოქმედო კონცერტს მასპინძლობს: ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლები იაშვილის კლინიკის ორი უმძიმესი პაციენტის, 3 წლის ბარბარესა (სპინალური ამინოტროპია) და 6 წლის ნანუკა დოლიძის (მწვავე ლიმპობლასტური ლეიკემია) დასახმარებლად ერთიანდებიან.
რუსთავი-2-ის გადაცემა "არჩევანში" ნაჩვენებ შიმშილობისთვის განწირულთა შორის ერთერთ უმძიმეს დღეში მყოფი მოხუცი ქალბატონიც იყო ნაჩვენები, რომელიც ბაღდათში, ფარღალალა ქოხში ცხოვრობს და სოციალური დახმარება მოუხსნეს, რადგან სახლში სამადლოდ ნაჩუქარ ათამდე წიწილს ზრდიდა, რაც საოჯახო ბიზნესად ჩაუთვალეს.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული, ღიზიანდებოდა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებზე და ხშირად მათ დამამცირებლადაც მიმართავდა.
"რომელიღაცის (თბილისის ან ბათუმის ბოტანიკური ბაღის, - რედ.) გასხვისებას აპირებდა, რაღაც გეგმები ჰქონდა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა, აირჩიე, რომელი გინდაო..." - ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთაგან ერთის პრივატიზებას აპირებდა, თავად კი უარი თქვა შეთავაზებაზე.
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა-,,გირჩი ", ბათუმში, მემედ აბაშიძის 1 ნომერში, აჭარის რეგიონული ოფისი გახსნა. როგორც ..გირჩის" წევრები აცხადებენ, აჭარაში წინასაარჩევნოდ კიდევ რამდენიმე ოფისი გაიხსნება.