საბჭოთა პრესაში ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ მხოლოდ იმის შესახებ, როგორ გადაარჩინა ცნობილმა მოცურავემ შავარშ კარაპეტიანმა ერევნის ტბაში გადავარდნილ ტროლეიბუსში ჩარჩენილი ოცი ადამიანი. ერთი სიტყვაც არ თქმულა იმის შესახებ, რომ ტროლეიბუსში მყოფი კიდევ დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა.
ამ წუთებში რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში წყალდიდობაა და ქარიშხალი მძვინვარებს - ქალაქს სტიქია დაატყდა თავს, გამორთულია ელექტროენერგია ქალაქის ნაწილში, დადასტურდა ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ფაქტი, მოწმდება კიდევ რამდენიმე ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.
თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში რუსეთის ფედერაციის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ "როიტერი" თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
პოპ-კულტურის, კრეატიული ხელოვნებისა და დიზაინის წამყვანმა ფრანგულმა საერთაშორისო მედია-საშუალება Fubiz-მა თბილისში არსებულ საგამოფენო და მუსიკის დარბაზს „ახალი აბსტრაქტული კულტურული კომპლექსი“ უწოდა.
რამდენიმე წამყვანი თურქული მედიასაშუალება წერს, რომ სტამბოლოს ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის კვალს ჩეჩნური დაჯგუფების წევრებთან მივყავართ, სახელდება რამდენიმე გვარი, მათ შორის, ახმედ ჩატაევის, რომელიც საქართველოში იხდიდა სასჯელს და ციხიდან პროკურატურის მოთხოვნით გათავისუფლდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა“ ქობულეთში, საერთაშორისო სემინარი გამართა. სემინარი მდგრადი სოფლის ტურიზმის განვითარებასა და გარემოზე ნეგატიური თუ პოზიტიური ზემოქმედების ფაქტორებს ეხებოდა.
"ახლაც დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ სულხან მოლაშვილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში იყო დამნაშავე, - ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, როცა ჯერაც მოსამართლეობის კანდიდატი იყო.
ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" დამფუძნებელსა და ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს "რუსთავი-2"-ზე გამოქვეყნებულმა GFK-ს ახალმა კვლევამ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმული რეპლიკა გაახსენა, სადაც ის "მათგან წასულთა საოცრად დაბალ პროცენტზე" საუბრობდა. აქედან და თვითონ ამ ორგანიზაციის მიერ უკრაინაში ჩატარებული ადრინდელი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შედეგები მოდელირებულია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, უნივერსიტეტის კავკასიის პრობლემათა ცენტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ სილაევი საქართველოში არ შეუშვეს და ბათუმის აეროპორტიდან უკან, მოსკოვში გააბრუნეს. ამის შესახებ თავად სილაევი "ფეისბუიქზე" წერს და აღნიშნავს, რომ ასე მოხდა ზუსტად 6 წლის წინ, 2009 წელსაც.
"არცერთ კადრს არ გაჩვენებთ დღეს, რაც გაგვახსენებს, რომ ერთმანეთს ვაწყენინეთ, მხოლოდ იმ ამბებს მოგიყვებით, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს", - ასეთი შესავალი გაუკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა შოუში სტუმრად მოწვეული ნიკა გვარამიას წარდგენას და მისი ისტორიის მოყოლას.