"კამერების წინ არ ვილაპარაკებ, შოუს აწყობთ?" - როგორ დააკავა შაქრო კალაშოვი ФСБ-ს სპეცრაზმმა

Image

ძვირადღირებული ავეჯი, ცეცხლსასროლი იარაღისა და ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექცია, ანტიკვარიატი და დიდი რაოდენობით ფული, ხელყუმბარები და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებები, - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც მოსკოვში, ე.წ. კანონიერი ქურდის ზახარ (შაქრო) კალაშოვის კოტეჯში აღმოაჩინეს. 

 

შსს-სა და ФСБ-ს სპეცრაზმი ექვსი დაგეშილი ძაღლით - სპეცოპერაციაში დაახლოებით 60 სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცრაზმელებმა ეზოში განაიარაღეს და ასფალტზე პირქვე დააწვინეს შაქრო კალაშოვის მცველები, რვა შეირაღებული პირი, ხოლო მეორე ჯგუფი სახლში შეიჭრა და შაქრო კალაშოვი დააკავა, რომელიც სამზარეულოში იმყოფებოდა. 

 

კიდევ ერთი მამაკაცი, შაქრო კალაშოვთან ერთად ბრალდებული, 42 წლის, ორელის მკვიდრი კრიმინალური ავტორიტეტი სამართალდამცველებმა მეტრო "ბელორუსსკაიასთან" მდებარე რესტორანში, პარალელური ოპერაციის დროს დააკავეს. შაქრო კალაშოვსა და მის თანამზრახველს ბრალი ედებათ გამოძალვაში, ასევე, არაერთგზის გამოძახების მიუხედავად, დაკითხვაზე რამდენჯერმე არგამოცხადებაში. 

 

რუსეთის შსს-ს მიერ გადაღებულ ვიდეოში შაქრო კალაშოვი ჩანს, რომელიც აცხადებს, რომ კამერების წინ საუბარს არ აპირებს: "თქვენ აქ შოუს დგამთ, რა საჭიროა კამერები? კამერების წინ არაფერს ვილაპარაკებ. მოაშორეთ კამერები და ვილაპარაკოთ", - კალაშოვის ამ რეპლიკაზე პოლიციელთა ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ასეთია სამსახურებრივი აუცილებლობა, რის საფუძველზეც კამერებს ოთახს ვერ დაატოვებინებს.

 

შესაბამისად, კალაშოვი არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა "კანონიერი ქურდი" და აცხადებს, რომ არცერთ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, შაქრო კალაშოვსა და მასთან ერთად დაკავებულ პირს კერძო ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის მცდელობაში ედებათ ბრალი. საუბარია მოსკოვში მდებარე ერთერთი რესტორნის მეპატრონეზე, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, შაქრო კალაშოვისგან წარგზავნილმა პირებმა 8 მილიონი რუბლი მოსთხოვეს. 

 

"აფხაზეთის ხმამ" გაარკვია, რომ საუბარია მოსკოვში მდებარე ე.წ. კორეულ კაფესთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა. ინციდენტის მონაწილეთაგან პოლიციამ სამი პირი დააკავა. სროლის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერებში მოხდა და რამდენიმე ონლაინგამოცემამ გამოაქვეყნა.  დაღუპულები კალაშოვის დაცვის წევები იყვნენ.

 

kalash.JPG

kalashh.jpg

 

კონფლიქტის არსი ის იყო, რომ სავარაუდოდ, მოსკოვის ცენტრში, როჩდელსკის ქუჩაზე, კაფე Elements-ის მფლობელსა და დიზაინერს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ, რაც დიზაინერისთვის კუთვნილი თანხის გადახდის გაჭიანურებას უკავშირდებოდა, ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, საქმეში შეირაღებული პირები ჩაერთო. 

 

კაფესთან მისულებმა იქ მყოფი ოთხი მამაკაცი გარეთ გაიყვანეს და საუბარი დაიწყეს, რომელიც ჯერ შელაპარაკებაში, შემდეგ თავშეყრის მონაწილეთა გაზრდასა და ბოლოს, სროლაში გადაიზარდა. სროლის ეპიზოდები კარგად ჩანს ვიდეომასალაში. გამოყენებული იყო პნევმატური და ცეცხლსასროლი პისტოლეტები, დაღუპულები თავსა და გულმკერდში არიან დაჭრილი, იმ პირებს კი, ვინც ჭრილობები მიიღეს, ტყვიები, ძირითადად, ფეხსა და ზურგში, ასევე მხარში მოხვდათ.

 

იმის შესახებ, რომ გარდაცვლილები "შაქრო მალადოის" პირადი დაცვის წევრები იყვნენ და არა უბრალოდ, კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რამდენიმე რუსული, კრიმინალურ ამბებზე ფოკუსირებული გამოცემა წერდა. მათი ვერსიის თანახმად, 2015 წელს შაქრო კალაშოვმა პირადი დაცვის "მცირე არმია" შექმნა, სადაც 140 ადამიანია გაერთიანებული.

 

ამ ვერსიის მიხედვით, "მალადოის" მორიგეობით იცავს მცველების 40 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან. გამოცემები წერენ, რომ კალაშოვის ეს ნაბიჯი მისი უსაფრთხოების გაძლიერებულ დაცვას უკავშირდება, რაც "ქურდული სამყაროს რეფორმირებისთვის" ამ "კანონიერი ქურდის" მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გახდა აუცილებელი.

რედაქტორის რჩევით

ტაბახმელაში ჰასკმა ხუთი წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

2020-07-11 11:31
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე ტაბახმელაში...

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

2020-07-11 11:27
MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ,...

გიორგი შაქარაშვილის ბიძა - თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება

2020-07-07 16:25
თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4817
0.0144
100
RUB
 - 
4.3094
0.0086
1
USD
 - 
3.0633
0.0019