"მოგესალმებით, ხომ მყარად ზიხართ სკამზე, ალექსი?"- ასე დაიწყო ტვ "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ალექსი პეტრიაშვილთან საუბარი ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ. მან თავისუფალი დემოკრატების გენმდივანს ჰკითხა, რა აზრის იყო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურის ჩავარდნაზე.
„შემიძლია, გითხრათ, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს დიდი კარიერისთვის ამზადებს. შეიძლება ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდეს ისევ არენაზე, ან კიდევ სიაში შეიყვანონ და პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს“,
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო შეკითხვა ერთნაირი სქესის წყვილთა ქორწინების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" იტყობინება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. ავსტრიის წარმომადგენელმა მეორე ტურში საქართველოს კანდიდატი გიგი წერეთელი დაამარცხა. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.
იუსტიციის მინისტრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამომრჩეველი 8 ოქტომბერს გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ეს ვერდიქტი იქნება, რასაც „ოცნება“ დაემორჩილება.
საქველმოქმედო ფონდი "სოციალური თანასწორობა" თავის ვებგვერდზე აქვეყნებს წერილს ექვსი შვილის დედის ნათია ჯიშკარიანის შესახებ, რომელმაც თავად მიმართა ფონდს დახმარების თხოვნით. როგორც წერილიდან ირკვევა, მრავალშვილიან დედას უკიდურესად უჭირს, იმდენაედაც კი, რომ პერიოდულად სისხლს აბარებს, რათა შვილები გამოკვებოს, ხოლო უფასო სასადილოდან მოტანილ საჭმელს ზოგჯერ თვითონ არ ჭამს, რომ ბავშვებს ეყოთ, რის გამოც რამდენჯერმე გულიც კი წასვლია.
პოლონეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, კულინარიული შოუს მიმდინარეობისას, სტუდიაში მიწვეულმა ილუზიონისტმა შეცდომა დაუშვა და ტელეწამყვანს ხელი დაარტყმევინა ქაღალდის პაკეტზე, რომელშიც ამობრუნებული სამსჭვალი იდო.
მსახიობს, რომელიც გიორგი ოვაშვილმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზე გადაღებულ ფილმ "ხიბულასთვის" შეარჩია, ფილმში სახელს არსად ეძახიან. "ბატონო პრეზიდენტო!" - ასე მიმართავენ ირანული კინოს ცნობილ სახეს, რომელიც ფილმში ზვიად გამსახურდიას როლს ასრულებს.
საქართველოს პირველი ქალბატონი 2004-2013 წლებში სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს.
მას შემდეგ, რაც მანქანიდან დაინახა, როგორ სასტიკად უსწორდებოდა მამაკაცი 2 წლის გოგონას მოტელთან ახლოს, დონ გილბერტმა მანქანა გააჩერა, იქედან ბეისბოლის ბიტა გადმოიღო და ბავშვზე მოძალადეს გაუსწორდა. მოძალადე გოგონას მამა აღმოჩნდა. შემთხვევა კანადაში, ვანკუვერთან ახლოს მდებარე მოტელთან მოხდა.