„არასწორად იქცევი, მამაო!...“ - ე.წ. კანონიერ ქურდს სურს, ეკლესია მისი ლობირებული პროექტით აშენდეს

Image

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ქავთარაძის ბაღში დაწყებულ ეკლესიის მშენებლობას რუსეთში მყოფი „კანონიერი ქურდი“ თამაზ კოროშინაძე ეწინააღმდეგება, რადგან ეკლესია მისი შემოწირულობითა და მის მიერ ლობირებული პროექტით არ შენდება.

 

ამ თემაზე „აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიური დეტალები გახდა ცნობილი. ეკლესიის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება და ის, ძირითადად შემოწირულობითა და ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარებით აშენდა, ხოლო პროექტი საპატრიარქოს შესაბამისმა კომისიამ დაამტკიცა, როგორც ეს მსგავსი მშენებლობების დროს ხდება ხოლმე.

 

ჩვენი ინფორმაციით, თამაზ კოროშინაძეს, ვისი სახლიც ეკლესიის გვერდით, კამალოვის ქუჩაზე მდებარეობს, თავიდანვე სურდა ეკლესიის მშენებლობაში ჩართვა და ტაძრის წინამძღვარს მშენებლობის პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე დაუკავშირდა შუამავლების მეშვეობით. კოროშინაძემ წინამძღვარს შესთავაზა, რომ ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯებს თავად გაიღებდა, პარალელურად კი სთხოვა, კომისიაზე გაეტანათ მისი ახლობლის პროექტი.

 

წინამძღვარმა შემოწირულობის სახით თანხის მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო პროექტთან დაკავშირებით უარი არ უთქვამს, თუმცა, კომისიამ წარდგენილი პროექტით მშენებლობის დაწყება, კანონიკის დარღვევის თვალსაზრისით, დაუშვებლად მიიჩნია და საინიციატივო ჯგუფს ახალი პროექტის წარდგენა შესთავაზა.

 

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, კოროშინაძის განაწყენების მიზეზი პროექტზე უარის თქმა გახდა, რადგან „კანონიერმა ქურდმა“ მიიჩნია, რომ შეწირულობაზეც უარი უთხრეს და პროექტზეც. მოგვიანებით, ალტერნატიული პროექტი დამტკიცდა და ეკლესიის მშენებლობა დაიწყო - ის უკვე სამ წელზე მეტია, მიმდინარეობს.

 

ამ ეტაპზე ეკლესიას დაბალ გალავანს ავლებენ, რადგან ის შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს, ხოლო საბჭოთა ეპოქის დროს ყოფილი სკვერისთვის შემოვლებული ბეტონის ღობე უკვე იშლება.

 

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, თამაზ კოროშინაძემ რამდენჯერმე შეუთვალა ტაძრის წინამძღვარს, რომ გალავნის შემოვლებაზე ხელი აეღო, ან არადა მოსახლეობას აუმხედრებდა, თუმცა წინამძღვარმა „კანონიერი ქურდის“ მოთხოვნები კიდევ ერთხელ უგულებელჰყო.

 

ახალგაზრდა წინამძღვარიც ამავე უბანში ცხოვრობს და მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრბ ახალგაზრდებს ეკლესიაში შიდა და ფასადური სამუშაოები, კოროშინაძის ფაქტორის მიუხედავად, არ შეუწყვეტიათ.

 

„ასე შემოუთვალა, არასწორად იქცევი, მამაო, ასე მოქცევა არ შეიძლებაო, რაზეც მოძღვარმა შეუთვალა, ეგრე ქურდებს ელაპარაკეო. არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს დაპირისპირება. მართალია, თვითონ თამაზ კოროშინაძე აქ არ ცხოვრობს, მაგრამ მისი ვაჟი ცხოვრობს თბილისში და ჩვენ, მეზობლებს, გვინდა, რომ ეს საკითხი დაპირისპირების გაგრძელების გარეშე მოგვარდეს, რადგან ერთი ჩვენი მოძღვარია, მეორე კი - მეზობელი“, - ასეთია ადგილობრივი მრევლის მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა საერთო აზრი, თუმცა, ისინი კატეგორიულად ითხოვენ, მათი ვინაობა არ დასახელდეს, ხოლო მამაკაცები ამ თემაზე საუბარს ერიდებიან როგორც საჯაროდ, ასევე პირადად.

 

თამაზ კოროშინაძე გავლენიანი, ძველი თაობის „კანონიერი ქურდია“. სამჯერ ნასამართლევი, 63 წლის კოროშინაძე ამ „ტიტულს“ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ატარებს. მისი „ნათლია“ ალი კაკოევი („ქურთი“) იყო. ბოლო დრომდე კოროშინაძე „დედ ჰასანის“ მომხრეთა დაჯგუფებაში მოიაზრებოდა.

 

თბილისში მისი საცხოვრებელი სახლი სწორედ იმ უბანში, რამდენიმე ქუჩის დაშორებით მდებარეობს, სადაც „დედ ჰასანი“ ცხოვრობდა. ბოლოს კოროშინაძე მოსკოვში, 2007 წელს მოსკოვში, პრესენსკის რაიონში, კრიმინალურ თავყრილობაში მონაწილეობისთვის, რამდენიმე „კანონიერ ქურდთან“ ერთად დააკავეს და სასამართლომ 60 ათასი რუბლით დააჯარიმა. 

 

 

koro.jpg

 

koro1.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !