პარლამენტის თავმჯდომარისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. განხილვის საგანია შრომითი უფლებების რეგულაციები და ყველა ის საკითხები, რომელიც ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება.
უმრავლესობაში კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს.
ე.წ. მოსმენების კანონს არასამთავრობოები აპროტესტებენ. მესამე სექტორში თვლიან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუშვებელია ე.წ. გასაღები ინახებოდეს.
დღეიდან ე.წ. მოსმენების კანონი ამოქმედდება. 30 მარტი არის ის ბოლო ვადა, როცა ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო უნდა ამოქმედდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში უკვე დასრულებული საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც ადმინისტრაციული სასაზღვრო პუნქტი და ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულეს.
მკვლელობა ტყიბულში. დაახლოებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი წუხელ მოკლეს.
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, 25 მარტს საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმეს.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებული დეკანოზი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში ან მიიმალება ან მოწმეებთან გარიგებაში შევა.