-
2017-04-13 18:40
არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას აღდგომის შემდეგ გეგმავს.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრის გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლების პოზიციის საწინააღმდეგოდ ერთიანი ბოიკოტი მომავალ კვირას გამოცხადდება და ხელისუფლება საკონსტიტუციო კომისიაში მარტო დარჩება.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დაასრულა. 15 ოპოზიციური პარტიის პროტესტის მიზეზი ის ცვლილებებია რომელსაც ქვეყნის მთავარ კანონში მმართველი პარტია გეგმავს.
“ნულოვანი კონსენსუსი დაუპირისპირდება ჩვენის მხრიდან, სრული კონსენსუსი საკონსტიტუციო მუშაობის პროტესტთან დაკავშირებით, ეს იქნება ჩვენი აზრით ფასი ქართული ოცნების მხრიდან გადასახდელი, რომელიც დაედება მათ ქმედებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ კონსტიტუცია იყოს საქართველოსი და არაქართული ოცნების და მით უმეტეს კობახიძის,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.