თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირები შესაბამისი უწყებრივი მედლებით, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
ლუგანსკის სასაზღვრო რაზმის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი დეინეკო აცხადებს, რომ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეები უკანონო ბრძანებას ასრულებდნენ, ამასთან, თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ამისთვის პასუხი უნდა აგონ.
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას და ის პოროშენკოსაც, ავაკოვსაც და სხვებსაც ჩააჩოჩებს".
უკრაინელი ბიზნესმენი და სოცქსელებში პოლიტიკურად აქტიური პირი სერგეი გალეცკი "ფეისბუქზე" წერს, რომ უკრაინის კანონი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სწორედ უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს და არა მიხეილ სააკაშვილმა ან იმ ხალხმა, ვინც ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა.
აშშ-ის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ძალიან დრამატულად მიუდგა მიხეილ სააკაშვილის საკითხს.
მემორიალის აგება იგეგმება ოტავას ცენტრალურ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, კანადის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და არქივის შენობის წინ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლვოვის სასტუმრო "ლეოპილისიდან", სადაც ის პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარღვევის შემდეგ იმყოფებოდა, გაუჩინარდა.
10 სექტემბერს ყოფილი მირტოპოლიტი სერაფიმე(ჯოჯუა) მოსკოვის ოლქში ხოტკოვოში ღვთისმშობლის კვართის სახელობის დედათა მონასტერში რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად წირავდა.
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არსებობს.