მესამე სექტორი თვითმმართველობის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საკრებულოს რეგლამენტის დარღვევაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰქონდა სხდომის დახურვასთან მიმართებაში ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება.

>>>

საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას ოპოზიცია სასამართლოში გაასაჩივრებს

ოპოზიცია თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეიდან სასამართლოში შესატან სარჩელზე იწყებს მუშაობას.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტისა და წესების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

>>>

გურიაში 28 წლის ახალგაზრდა მოკლეს

გურიაში, 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს . შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრუიანთაში მოხდა.

>>>

ეკა კვესიტაძის ავტმობილი დაუდგენელმა პირებმა განზრახ დააზიანეს

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ავტმობილი დაუდგენელმა პირებმა განზრახ დააზიანეს. შემთხვევა ჟურნალისტის საცოხვრებელ სახლთან მოხდა.

>>>

კახი კალაძე - 34%, ზაალ უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14% - მეორე ტური მოსალოდნელია

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონრისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

>>>

პატრიარქი მრევლს მოუწოდებს ერთი დღე-ღამე იმარხულონ და ილოცონ, შესაწირად კი 3 ცხვარი გაიღონ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ. გარდა ამისა, როგორც ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.

>>>

შოთა შალელაშვილი - 1%-იანი ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ პატარა პარტიებიც მოხვდეს პარლამენტში, რაც საზოგადოებაში უთანხმოებას განმუხტავს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერი იქნება შანსი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის პარლამენტში მოსახვედრად, რაც საბოლოო ჯამში ფართო კონსენუსის საფუძველი გახდება.

>>>

ონისე გერგედავა მეტრო "რუსთაველის" წინ აქცია-შეხვედრას აანონსებს

ონისე გერგედავა, რომელმაც 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია, 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე მეტრო "რუსთაველის" წინ შეხვედრა-აქციას აანონსებს. 

>>>

ონისე გერგედევამ კონსერვატორიიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა(ვიდეო)

ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა. 

>>>

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს" - რა წერია დათო ხარშილაძის გამამართლებელ განაჩენში

„ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი 20 სექტემბერს გამოაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?