დონალდ ტრაპი კიმ ჩენ ინთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს. ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან მოსაწვევი წერილი მიიღო.
ოკუპირებულ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი იორდანიის სამეფოს დელეგაციას შეხვდა. იორდანიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან.
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გვიან ღამემდე კვლავ ჩაკეტილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა.
საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.
ჟენევის თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ერგნეთი უკომენტაროდ დატოვეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ, დღეს პირველი კომენტარი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. კინო-აკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად გილერმო დელ ტოროს ,,წყლის ფორმა"" დაასახელა.
„მშვიდობა ომზე მეტია!" - თბილისში ამ სლოგანით მიმდინარე აქციას 12 ქალაქი შეუერთდა. მათ შორის იყო თელავი, ქუთაისი, ფოთი, გორი, ოზურგეთი - რეგიონებში აქციები ყველგან თეატრების წინ გაიმართა.
ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები - ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლებას" ოკუპირებული ახალგორიდან ორმა წყარომ აცნობა.