
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილის საბურავები მოიპარეს. მანქანას ოთხივე საბურავი მოხსნეს და ბლოკებზე შეაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული ოთხიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.