ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულთა ადვოკატები კი დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.
ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, მათი განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა.
8 პირი, 12 მაისს ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.