თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კონტაქტში ბრალდებული 100 მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა.
კერძოდ, იზმირის პროკურატურამ 96 ადამიანის დაკავებაზე სანქცია გასცა, მათი უმრავლესობა ყოფილი სამხედოა.
პოლიციამ 65 ადამიანი 15 პროვინციაში უკვე დააკავა. თურქეთში მოსალოდნელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ შიდაპოლიტიკური დაძაბულობაა.