ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს შევთავაზოთ ჩვენი ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, პოსტკოვიდური ეპოქის მსოფლიო აღარ იქნება ისეთივე, როგორც ეს მანამდე იყო - ეკონომიკა შეიცვლება და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ძვრებიც იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, ვიდრე შეთანხმების ორივე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.
რუსეთის ჯარში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ვირუსი 30 მარტის მონაცემებით, სულ მცირე 3 ჯარისკაცს დაუდგინდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირები სხვა სამხედროებთანაც იყვნენ კონტაქტში, თუმცა უცნობია მათ გადაედოთ თუ არა ინფექცია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. როგორც “აფხაზეთის ხმას” უწყებიდა აცნობეს, 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს.
თურქეთში „დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი, ჰეიდარ ბაში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, 2019-2020 წლის მეორე სემესტრის საფასური ყველა სტუდენტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადაუხადოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათის განმავლლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო რეჟიმი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მარიამ ჭყონია საქართველოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს, თავის სამშობლოს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება.