საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ 12 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Image

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანისგან აღებულ ნიმუშებზე პასუხები უარყოფითია. არცერთ მათგანს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

 

შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ვირუსულ ინფექციაზე სოფელ ხოვლეში საეჭვო 12 პირის ანალიზებზე უარყოფითი პასუხების მიუხედავად, საპოლიციო კონტროლი კვლავ შენარჩუნდება.

„12 ნიმუშზე პასუხები უარყოფითია. სოფელ ხოვლეში პირველი ინფიცირებულის გარდა, სხვა დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციას გავივლით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან და შესაბამისი რეკომენდაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სოფელში საპოლიციო კონტროლს, კვლავ შენარჩუნდება. შიდა ქართლში, კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული ლოკაციის - ხიდისყურის თაობაზე გეტყვით, რომ კვლავ გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში თერმოსკრინინგი და ვითარების გართულება ან ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ხიდისყურში შენარჩუნებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რის საფულძველზეც სოფელში მოსახლეობის შესვლა ან გასვლა აკრძალულია, თუმცა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება ხდება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სამსახურში ხოვლედან დადიოდა, ვირუსული ინფექციის სიმპტომები 12 აპრილს დაუფიქსირდა.

სოფელში 1000-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !