კორონავირუსი 106 წლის ქალმა დაამარცხა. კონი თითჩენი ბირმინგემის საავადმყოფოში სამკვირიანი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონი ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც ვირუსი დაძლია.
საავადმყოფოს პერსონალმა ის სახლში ტაშის ფონზე გააცილა.