
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ავიაკომპანიები ავრცელებენ ინფორმაციას თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენის შესრულების თაობაზე და ასევე, ახდენენ ბილეთების რეალიზაციას. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მოგმართავთ თხოვნით, თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოთ მხოლოდ საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.