სამართალდამცავებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან 19 წლის პაციენტი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ “აფხაზეთის ხმას” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 59 პაციენტია მოთავსებული, მათგან კორონავირუსი 11 პაციენტს დაუდგინდა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურშია მოთავსებული, მართვითი სუთქვა არ სჭირდება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ 3 წევრი საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტების განცხადებით, ადგილზე სამნი იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ „ხალხმრავლობის გამოწვევის გამო“ დააჯარიმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:10 საათისთვის ერთი დოლარი 3.1425 ლარად ივაჭრება.
საქართველოს საელჩო ისრაელში დამატებითი შეზღუდვების შესახებ მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
პოლონეთი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6900-ზე მეტია, ხოლო 245 მოქალაქე ვირუსს შეეწირა, 19 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ გააკეთა.