
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზასთან ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ადგილზე ქობულეთისა და ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზებას 40 მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის გავრცელებას ქარი ხელს უწყობს.