
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, შემოწმების მიზნით „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოს ესტუმრა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ მონაწილეობს.
ნათია თურნავას განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოში ვიზიტის მთავარი მიზანი ინსპექტირების ჩატარებაა, თუ რამდენად ასრულებს საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გაიდლაინებს.