
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკაში, ცოტახნის წინ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სოფელ ფარცხანაყანებიდან შეიყვანა. მის კონტაქტებს ამ დროისთვის სწავლობენ.
ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი ფარცხანაყანებში ადრე ინფიცირებულ პირებთან, ჯერჯერობით, უცნობია.
ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული. 12-ს პნევმონია აღენიშნება და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.