საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.

>>>

19 აპრილის მონაცემებით საქართველოში 6747 მოქალაქე დაბრუნდა

2020 წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

>>>

თელავივი - თბილისის რეისით სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა თელავივი - თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა.

>>>

პატრიარქი - საქართველო, ძალიან მიყვარხარ

საქართველო, ძალიან მიყვარხარ, - ასე სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე.

>>>

კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობას უხდის

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

>>>

ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში შაბათს, დღის ბოლოს კორონავირუსის 16 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,რაც ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელია 17 მარტის შემდეგ.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 160 000-ს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსისგან მსოფლიოში 160 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

>>>

არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

>>>

BBC აღდგომის დღესასწაულის საქართველოში აღნიშვნას ეხმაურება

მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები თავიანთ კალენდარში ყველაზე მიშვნელოვან დღესასწაულს შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ, - ამის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული.

>>>

დღეს აღდგომაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?