კიევის მერმა მაკეენკომ მიიღო გადაწყვეტილება, მმართველი პარტია "რეგინები" დაეტოვებინა.
მან, ასევე, გასცა ბრძანება, გაეხსნათ კიევის ცენტრში დაკეტილი მეტროს სადგურები.
კიევში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს პრეზიდენტი (20004–2013) მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა კიევში ხდება, შიდაუკრაინული პრობლემა არ არის.
რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს კადრებს, სადაც „ბერკუტის“ რიგებში მყოფი სნაიპერული შაშხანით შეიარაღებული სპეცრაზმელი ჩანს.
კიევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. დაღუპულთა რაოდენობამ 20–ს მიაღწია. მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.
ინტერნეტსივრცეში სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის დასადასტურებლად, რომ სნაიპერები უკრაინის დედაქალაქში აქტივისტებს საბრძოლო ტყვიებით უსწორდებიან.
ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „უკრაინაში“ დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს, უკვე 13 ევრომაიდნელის ცხედარია მიტანილი, რომლებიც დღეს დაიღუპნენ.
სოჭის ოლიმპიადა უკრაინის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერზე“ პარტია „ბატკივშინას“ ოფიციალურ გვრდზე ვრცელდება.
კიევში სნაიპერები მედიკოსებს ესვრიან, რომლებსაც დაჭრილები გამოჰყავთ, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე ბევრი დაჭრილი და დაღუპულია.
რუსმა ლამაზმანებმა მოსკოვის ცენტრში ფინეთი–რუსეთის ჰოკეის მატჩის დაწყებამდე უჩვეულო აქცია მოაწყვეს და ბიკინებით ჰოკეი ითამაშეს.