
ბოლო ინფორმაციით, ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ, თავის სახლში აიყვანეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გიორგი ონიანს მაღალი წნევა აღენიშნება, რის გამოც საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდა აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს, რომელიც ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრის, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ადვოკატია, ბრალდება 2011 წელს, პოლიციაში მუშაობის დროს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ტანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
თავად ონიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ იცოდა მისი პოლიტიკური გეგმების, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვაზისუბანში აპირებდა კენჭისყრას და მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.