
რეანომობილს, რომლითაც დაკავბეული ადვოკატი გიორგი ონიანი ანზორ მელიას კლინიკაში გადაჰყავდათ, საპატრულო პოლიციისა და ვაკე–საბურთალოს პოლიციის თანამშრომელთა ესკორტი გადაუდგა და მობრუნება აიძულა, გიორგი ონიანის ადვოკატს მანქანიდან ჩასვლა აიძულეს.
ბაჩო ახალაის მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აჩერებს რეანომობილს რამდენიმე მანქანისგან შემდგარი ესკორტი თამარაშვილის ქუჩაზე.
ამ დროისთვის დაუდგენელია, რა მიმართულებით წაიყვანა რეანომობილი პოლიციამ: გიორგი ონიანის ადგილსამყოფელი მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის (02:47) ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არ იციან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანი საკუთარ სახლში დღეს დააკავეს, ხოლო მოგვიანებით, იმის გამო, რომ მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ანზორ მელიას კლინიკაში მის გადაყვანას აპირებდნენ, რასაც პოლიციამ ხელი შეუშალა.
გიორგი ონიანს, რომელიც თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატია და რამდენიმე პროცესი პროკურატურას მოუგო, გამოძიება პოლიციაში მუშაობის წლებში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავება.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით