-
2014-02-24 01:15
„უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტმა სერგეი ლეშენკომ გაასაჯაროვა ენაკიევოს მკვიდრის ლუბოვ პოლეჟაის ფოტო, რომელიც რეზიდენციაში ვიქტორ იანუკოვიჩთან ერთად ცხოვრობდა.
ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ იანუკოვიჩი დღემდე ოფიციალურად არ გაცილებია თავის მეუღლეს – ლუდმილას. აღსანიშნავია, რომ პოლეჟაი ნადეჯა მარინცევას – იანუკოვიჩის მზარეულის დაა.
ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩსა და ლუბოვ პოლეჟაის სასკოლო ასაკის საერთო შვილი ჰყავთ, როგორც ჩანს, სიმართლეა – ამაზე, ჟურნალისტის თქმით, საბავშვო ოთახები და სათამაშოები მიუთითებს, რომლებიც რეზიდენციაში იპოვეს.