უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში იური სერგეევმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელი სიცრუეში დაადანაშაულა.
მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია CNN- ის ეთერში უკრაიანიდან ჩაერთო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ერინ ბარნეტის შოუში ისაუბარა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ყირიმ-ყუბანის მხრიდან საბორნე გადასასვლელიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
გაეროს უშიშროების საბჭოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა - ჯერარდმა რუსეთს შეახსენა, რომ ახლა არც 1956 წელია და არც 1968.
რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს გენერალურმა შტაბმა ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში მიიღო დავალება თავდაცვის მინისტრისგან, შეემუშავებინა „აშშ-ის მყისიერი დარტყმის მოგერიების“ გეგმა.
ყირიმში მდგარი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი უკრაინელებმა დაიჭირეს და მისი შინაარსი ვოლინის საოლქო კომისარმა გაასაჯაროვა.
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, პარლამენტის ყოფილი წევრი რეზო ადამია გარდაიცვალა.
უკრაინელი მეზღვაურები არ აპირებენ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის ულტიმატუმი გაითვალისწინონ და დანებდნენ. ამის შესახებ უკრაინულ მედიასაშუალებებს თავად მეზღვაურებმა აცნობეს.
ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც 4 მარტს გაიმართება, უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. საგანგებო სხდომის მოწვევა პოლონეთმა მოითხოვა.
რუსეთის ინიციატივით მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროშიო რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა გაასაჯაროვა ვიქტორ იანუკოვიჩის მოთხოვნა უკრაინაში რუსეთის ჯარის შეყვანის შესახებ.